USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტების შერჩევის პროცესი დასრულდა.
კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Akaki Tsereteli State University
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU
ვულოცავთ უნივერსიტეტებს აღნიშნულ წარმატებას!
შერჩეულ უნივერსიტეტებში USAID განათლება მომავლისთვის პროგრამა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური დახმარებით ხელს შეუწყობს მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარებას.
უნივერსიტეტებში:
შემუშავდება ახალი სასწავლო კურსები, რომელიც დაფუძნებული იქნება სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე
გაძლიერდება სასკოლო პრაქტიკის კომპონენტი
გაუმჯობესდება აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარები
გაიზრდება ხელმისაწვდომობა თანამედროვე ლიტერატურაზე
უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა, პროგრამასთან თანამშრომლობის ინტერესის გამოხატვა შეეძლოთ უნივერსიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების ან/და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას, ან გეგმავენ განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის შექმნას.
გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა სულ თხუთმეტმა უნივერსიტეტმა.
აღსანიშნავია, რომ მომავალში, პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები განათლების პროგრამების განმახორციელებელი ქართულ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტისთვის.